საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტი "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" ოფიციალურად დასრულდა

ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიციალურად დაიხურა. ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის მოადგილემ დავით ჩხეტიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ მიმართეს. გაიმართა პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია და მონაწილეების დაჯილდოება.

 

პროექტში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი) მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები. პროექტის მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ მონაწილეების ცნობიერების ამაღლება იყო.

 

პროექტის პირველი ეტაპზე განხორციელდა ტრენერთა სკოლა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები შეხვდნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს და მოისმენეს ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ. პროექტის შემდგომ ეტაპზე გადამზადებული ახალგაზრდები თავად გახდნენ თავიანთ რეგიონებში ევროინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გამავრცელებლები;

 

პროექტი ორგანიზებულია სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მიერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

11-05-2018