საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები სამტრედიის 1-ელ საჯარო და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლებში

10 მაისს, სამტრედიის #1 საჯარო და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლებში საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებებს სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. შეხვედრა სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.

 

„ევროპის დღეები 2018“ 5 მაისს დაიწყო და 22 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სემინარები, გამოფენები, დებატები, საჯარო ლექციები, სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან, ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და მერებისათვის, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

10-05-2018