საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ წითელხევის საჯარო სკოლაში

10 მაისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლაში „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ისტორიას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესებსა და შესაძლებლობებზე.

10-05-2018