საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აჭარის რეგიონში, ფერიის საჯარო სკოლაში

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შედეგად გაჩენილ ახალ შესაძლებლობებზე, აგრეთვე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე და მათთან გამკლავების გზებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, კანონის უზენაესობას, უვიზო მიმოსვლის წესებს და თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სანქციებს. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე და ამ თემების ირგვლივ გავრცელებულ მითებზე. სკოლა, სადაც ათობით მუსლიმი და აფხაზი მოსწავლე სწავლობს, გამოირჩევა სხვადასხვა პროექტში აქტიური ჩართულობით და სამომავლოდ, სხვადასხვა აქტივობის განხორციელების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს საინფორმაციო მასალები გადასცეს.

11-05-2018