საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეები სამეგრელო-ზემო სვანეთში

ევროპის დღეების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურო ჩაერთო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მოსწავლეები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ახალგაზრდული მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

ევროპის დღეების ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფოთის მეორე საჯარო სკოლაშიც. ანა ცანავამ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ევროპულ ღირებულებებსა და უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრა.

11-05-2018