საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა იმერეთში, ფერმერებთან

ევროპის დღეების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ოფისში სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რეგიონის მეწარმეები და კოოპერატივების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო DCFTA-ს შესაძლებლობებს ფერმერებისთვის. ყურადღება გამახვილდა ქალ ფერმერთა გაძლიერებაზე. შეხვედრას  საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი გაუძღვა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის შესახებ მითებს, რომელზეც სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ისაუბრა.

14-05-2018