საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ევროპის დღეების ფარგლებში, პროგრამა „მომავლის თაობის“ მონაწილეებს შეხვდა. ახალგაზრდებმა მოისმინეს პრეზენტაცია ევროკავშირის დაფუძნების, ფუნქციონირების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, აგრეთვე გაეცნენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოებების პროცესის დინამიკასა და შედეგებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, მიღწევებსა და გამოწვევებს. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მსმენელებს თემატური ლიტერატურა გადასცა და ევროპის დღეების ფარგლებში, აჭარის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით გამოცხადდებული ესეებისა და სლოგანების კონკურსის პირობებზეც ესაუბრა. აჭარის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქათამაძემ მოსწავლეებს კონკურსში „ევროპა ჩემთვის არის...“ აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და გამარჯვებული კონკურსანტებისთვის პრიზებიც დააანონსა.

14-05-2018