საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები ბათუმის 1-ელ და ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლებში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო ევროპის დღეების ფარგლებში აგრძელებს ახალგაზრდების ინფორმირებას ევროკავშირის მიზნების და ფუნქციონირების შესახებ. ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის 1-ელ და ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შედეგად გაჩენილ ახალ შესაძლებლობებზე, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებზე აგრეთვე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე და მათთან გამკლავების გზებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის წესებს და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხებს, ყურადღება გამახვილდა თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სანქციებზე და ამ მიმართებით ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს და ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

14-05-2018