საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობის ახალგაზრდებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას სამი სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. სკოლებში ნატო-ევროკავშირის კუთხეები გაიხსნება. ახალგაზრდებმა თანატოლებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შექმნის და საქართველოსთან ურთიერთობების ისტორიაზე ინფორმაციის მიწოდების სურვილი გამოთქვეს. 

14-05-2018