საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ერთ-ერთ ხიდს ევროპის ხიდი დაერქვა

ევროპის დღეების ფარგლებში, წყალტუბოში ცენტრალურ პარკში არსებული 14 ხიდიდან ერთ-ერთს ევროპის ხიდი დაერქვა. ხიდის სახელის მინიჭებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები - მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, სამსახურების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. ღონისძიებაში სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" იმერეთის ბიუროც ჩაერთო. ღონისძიებაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დარიგდა საინფორმაციო ბროშურები. ხიდის გახსნის შემდგომ წყალტუბოს 1-ელი საჯარო სკოლისა და ჯგუფის "ოცნება" მოსწავლეებმა ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს.

14-05-2018