საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზუგდიდის აგროსახლში, ფერმერებთან

ზუგდიდის აგროსახლში, ევროპის დღეების ფარგლებში, ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა ფერმერებისთვის DCFTA შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქალ ფერმერთა გაძლიერებაზე. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ კი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გარშემო გავრცელებულ მითებზე ისაუბრა. ევროპის დღეები წელს მეექვსედ იმართება. მისი მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

15-05-2018