საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარაში, ევროპის დღეების ფარგლებში, ფრენბურთში სპორტული შეჯიბრი მოეწყო

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივით და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით, ბათუმის სასპორტო სკოლაში აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ნაკრებ გუნდებს შორის ფრენბურთში სპორტული შეჯიბრი მოეწყო. შეჯიბრში 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები ქალაქ ბათუმის, ხულოსა და ქედის ნაკრებმა გუნდებმა გადაინაწილეს, I ადგილზე გასული ქალაქ ბათუმის ნაკრები გუნდის წევრები საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა და მათ სამომავლოდ, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ასპარეზობებში ცენტრის მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.

15-05-2018