საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საჯარო ლექცია

ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია ლამბრინიდის საქართველოში პირველი ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა და მას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ. ლამბრინიდისმა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივაზე ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“, რომლის მიზანია მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ახალი, პოზიტიური ნარატივის დამკვიდრება, უფლებების დაცვაზე მზრუნველი ქვეყნების რეგიონთაშორის კოალიციად გაერთიანების საშუალებით.

 

ინიციატივის ძირითადი არსი არის ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითების გამოვლენა და გაზიარება, რომ ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის განხორციელებისა და ღია კონსულტაციების პროცესის წარმართვისას ქვეყნებმა ერთმანეთს მიბაძონ. ინიციატივის ავტორები არ მიიჩნევენ თავს ადამიანის უფლებების უნაკლო დამცველებად და მზად არიან მუდმივად იზრუნონ მათ გაუმჯობესებაზე ყველა მიმართულებით. ისინი გეგმავენ შეხვედრებს წელიწადში ორჯერ მინისტრების დონეზე ჟენევასა და ნიუ–იორკში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო და საექსპერტო წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლები და განიხილავენ ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიურ მაგალითებს. საქართველო ამ ინიციატივის ერთ–ერთ პოზიტიურ მაგალითად განიხილება. სტავროს ლამბრინიდისმა დამსწრე საზოგადოებას სწორედ აღნიშნული მიმართულებით ესაუბრა. 

 

 

15-05-2018