საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსა და საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით ბათუმში, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, რეგიონის მეწარმეებთან, ფერმერებთან და კოოპერატივების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო DCFTA-ის შესაძლებლობებს ფერმერებისთვის და მეწარმეებისთვის, ყურადღება გამახვილდა ბიოწარმოების სტანდარტებზე და ფერმერთა გაძლიერებაზე. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი თამაზ შავაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი. ირმა გაბინაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე პალატასთან არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

15-05-2018