საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო აქცია დაბა მესტიაში

დაბა მესტიაში, ევროპის დღეების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო აქცია გაიმართა.
 
მოსწავლეებმა და მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ბროშურები უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ.
ღონისძიება სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ასევე, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და დაბა მესტიის საჯარო სკოლებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
 

17-05-2018