საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ გელაურის მე-5 საჯარო სკოლაში, ეთნიკურ უმცირესობებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო, ევროპის დღეების ფარგლებში, აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

ამჯერად შეხვედრა შედგა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ გელაურში, სადაც მე-5 საჯარო სკოლის ბაზაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი მსმენელებს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, უვიზო მიმოსვლის წესებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ესაუბრა. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბოშებიც. სკოლის დირექტორმა, ნარგიზ ჯინჭარაძემ ბოშა მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მიღებისკენ და სხვადასხვა პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება და მსმენელებს სახვადასხვა სახის საინფორმაციო ლიტერატურა გადასცა.

17-05-2018