საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში შეხვედრები ქუთაისის 23-ე და 30-ე საჯარო სკოლებში

ქუთაისის საჯარო სკოლებში, ევროპის დღეების ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს ურთერთობის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. კამპანიის ფარგლებში ორი შეხვედრა 23-ე და 30-ე საჯარო სკოლებში გაიმართა. საინფორმაციო კამპანია სსიპ “საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” იმერეთის ბიუროს და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას პროგრამის “აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის” ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. მოსწავლეებმა გაიგეს მეტი ევროკავშირის, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ. ევროპის დღეები ქვეყნის მაშტაბით 5 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით აღინიშნება.

17-05-2018