საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში, ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა

ევროპის დღეების ფარგლებში, ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლაში კონფერენცია "საქართველო და ევროპული ღირებულებები" გაიმართა. მოსწავლეებმა მოხსენებები წარმოადგინეს ევროკავშირის შექმნის ისტორიის, ინსტიტუტების, ევროპული ღირებულებების და საქართველოს შესახებ. ღონისძიებას სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ანა ცანავა ესწრებოდა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. სკოლაში ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხეც გაიხსნა. მეათე საჯარო სკოლამ ევროპის დღეების ფარგლებში , ასევე, ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილები "ვკითხულობთ ევროპელ მწერლებს" , მოეწყო ნახატების გამოფენაც" ჩვენ და ევროპა".

17-05-2018