საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეები კახეთის რეგიონში

ევროპის დღეებში კახეთის რეგიონში ღონისძიებები იმართება.

 

ევროპის დღეების ფარგლებში, საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ევროპარლამენტის მოდელირება გაიმართა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერითა და საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით განხორციელდა. ევროპარლამენტის მოდელირების, ასევე მოიცავდა ესსეებისა და ჩანახატების კონკურს- ,,გზა ევროპისკენ’’. პროექტში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები. გამოვლინდნენ საუკეთესო დელეგატები და კონკურსის გამარჯვებული მონაწილეები, რომლებიც ცენტრის კახეთის ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ წამახალისებელი პრიზებით დააჯილდოვა.

 

ევროპის დღეების ფარგლებში, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდობის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო თავისი მანდატი და პრიორიტეტები, ვრცლად ისაუბრა ახალგაზრდების ლიდერობაზე და განვითარებაზე, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებზე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ტექნოლოგიური განვითარების ტექნდენციებზე. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა კი ევროპის დღეებზე, უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და ევროკავშირზე ისაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. 

 

 

17-05-2018