საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის სხვადასხვა საჯარო სკოლაში

ევროპის დღეების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში, თიანეთის მუნიციპალიტეტის 1-ელ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი სოფი ხარხელაური შეხვდა. შეხვედრაზე ევროპული ღირებულებების მნიშვნელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს. გაიმართა დისკუსია თემაზე "რატომ ევროპა?".  

 

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა დაბა სიონის, ტუშურების, ზარიძეებისა და ახალსოფლის საჯარო სკოლებშიც. მოსწავლებთან და პედაგოგებთან შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირზე, უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. სკოლის ბიბლიოთეკებს გადაეცათ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები და ბროშურები. 

17-05-2018