საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ხონის მე-2 საჯარო სკოლაში აკაკი ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა

ევროპის დღეებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ხონის აკაკი ჩხენკელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში აკაკი ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიება საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით შედგა. მოგვიანებით ამავე სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საჯარო ლექცია IDFI-ს წარმომადგენელმა ანტონ ვაჭარაძემ გამართა. ანტონ ვაჭარაძემ მოსწავლეებს აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

17-05-2018