საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო აქცია ახალქალაქის ცენტრალურ პარკში

ქალაქ ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ორგანიზებით საინფორმაციო აქცია გაიმართა. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენლები. საინფორმაციო აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ბროშურები ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ და სხვადასხვა ლიტერატურა. ასევე ღონისძიების მიმდინარეობისას ჩატარდა ვიქტორინა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. ვიქტორინაში გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები.

17-05-2018