საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში ნარდში ჩემპიონატი გაიმართა

ქუთაისის სპორტის სასახლეში, ნარდში ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი, რომელშიც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და შშმ პირები მონაწილეობდნენ, „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთანამშრომლობით დაიგეგმა. ჩემპიონატში მონაწილეობისთვის 12 მსურველი დარეგისტრირდა. ტურნირის გამარჯვებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოპერატორი ონისე მელქაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე ტელეკომპანია „რიონის“ IT ტექნოლოგების დირექტორი ბადრი კაპეტივაძე და შშმ პირთა იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“ წარმომადგენელი ლევან ჭიქაბერიძე გავიდნენ.

 

 

18-05-2018