საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ ორსანტიაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან

ევროპის დღეების ფარგლებში, სოფელ ორსანტიაში, საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრში ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.

18-05-2018