საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტისა და მე-2 საჯარო სკოლებში

გავრცელებული მითები ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და გახსნილი შესაძლებლობები - აღნიშნული თემები განიხილეს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტისა და მე-2 საჯარო სკოლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე. ,,ევროპის დღეები 2018,,- ის ფარგლებში ჩატარდა დისკუსიები თემაზე: რატომ ევროპა?!. შეხვედრებში, რომლებიც მცხეთა-მთიანეთში სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგელობის ორგანიზებით გაიმართა, სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები მონაწილეობდნენ. საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სოფი ხარხელაურმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დისკუსიები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

19-05-2018