საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდში გამოფენა - "ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობანი" გაიხსნა

ევროპის დღეების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში გაიხსნა გამოფენა - "ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობანი". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ლიტერატურა და ფოტომასალა, რომელშიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებია ასახული. ღონისძიების ფარგლებში, საგუნდო-სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ასევე მონაწილეებმა მიმოიხილეს გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე წიგნი.

17-05-2018