საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე ქედაში

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს და ქედის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სახალხო ზეიმი „ევროპის დღე ქედაში“ მოეწყო. მთელი დღის მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ და გასართობ ღონისძიებასთან ერთად გამოიფინა ხელნაკეთობები, ნახატები, პუბლიკაციები, ვიზუალური მასალები და თემატური ნამუშევრები, გაიმართა ფილმის ჩვენებაც. ღონისძიების მონაწილეებს ევროკავშირის თემატიკაზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა და ლიტერატურა დაურიგდათ. ახალგაზრდებმა ევროპის დღეს სახალისო სლოგანები მიუძღვნეს და სიმბოლურად, ცაში ფრანებით გაუშვეს.

19-05-2018