საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში

,,ევროპის დღეები 2018“- ის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების- სიმონიანთხევის, ხევსურთსოფლისა და ღულელების საჯარო სკოლებში, ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოს ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრებზე, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ინიციატივით ჩატარდა, გაიმართა დისკუსიები თემაზე-რატომ ევროპა?! საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებსა და შესაძლებლობებს. შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადახვა საკითხზე, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობას შეეხება.

21-05-2018