საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში ბათუმმა აგრარული პროდუქციის გამოფენას უმასპინძლა

ევროპის დღეების ფარგლებში ბათუმმა აგრარული პროდუქციის გამოფენას უმასპინძლა. 19-20 მაისს ბათუმში ევროპის მოედანზე აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართა. ღონისძიება “სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობით, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, გამოფენა-გაყიდვაში ჩაერთნენ ფერმერები, მეწარმეები და ის მეწარმეები, ვინც პროდუქციას ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის და პროექტის ფარგლებში აწარმოებს.

 

გამოფენის სტუმრებს და მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მოხალისეებმა გასართობი აქტივობები და თემატური საინფორმაციო მასალები წარუდგინეს. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებთან და ფერმერებთან საუბრისას ხაზი გაუსვა აგრომეწარმეთა მოტივაციის გაზრდის, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა დაა ფერმერული და კოოპერატიული მეურნეობების განვითარების მნიშვნელობას. გამოფენაში აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული 30-მდე კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის 5 კოოპერატივის წარმომადგენელი.

 

ღონისძიებამ 19 მაისს „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში აიღო სტარტი და წლის ბოლომდე, პერიოდულად გაიმართება. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო რძის პროდუქტი, თაფლი, ( აჭარის რეგიონში წარმოებული საუკეთესო ხარისხის თაფლის პროდუქცია) არაყი, ღვინო, ბოსტნეული, ხილი, ჯემები, წვენები, ხორცის პროდუქცია. ღონისძიება ორგანიზაციების- CENN და CARITAS მხარდაჭერით გაიმართა.

21-05-2018