საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებთან

21 მაისს, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი ირინა შამილაძე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს შეხვდა. შეხვედრაზე ირინა შამილაძემ სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა გააცნო.

21-05-2018