საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
იმერეთის მედიის წარმომადგენლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში მედია ტურზე უმასპინძლეს

19 მაისს, იმერეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში მედია ტურზე უმასპინძლეს. ჟურნალისტები, ვანის რაიონში, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოები-თაფლი "საჩინო" და კოოპერატივი "ძულუხი" დაათვალიერეს. ორივე საწარმო ევროსტანდარტის ტექნიკითაა აღჭურვილი. „საჩინოც“ და „ძულუხიც“ წარმოებული პროდუქციის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე ახორციელებს. მედია-ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში განხორციელდა.

19-05-2018