საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აჭარის რეგიონის საზღვრისპირა სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების დაცვის მნიშვნელობასა და თავშესაფრის მოთხოვნის შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრეს აჭარის რეგიონის საზღვრისპირა სოფელ კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, რომელიც „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა საზღვრისპირა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და საზღვრის კვეთის პროცედურებზე. ცენტრის წარმომადგენელმა ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე და მზარდ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზეც ისაუბრა.

22-05-2018