საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში კულტურულ-საგანმანათლებლო გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ გაიმართა

21 მაისს, თბილისში, მრავალფუნქციურ სივრცეში „ფაბრიკა“ კულტურულ-საგანმანათლებლო გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ გაიმართა. პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს სტენდები მოაწყვეს, სადაც ქვეყნების ტრადიციული კერძები, სამოსი და სუვენირები წარმოადგინეს. ღონისძიება ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მრავალფეროვნებისა და კულტურული ღირებულებების წარმოჩენა იყო. გამოფენა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა. „საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენც, ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანასთან ერთად წარმოდგენილები ვართ აქ, როგორც პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა“- აღნიშნა მისასალმებელი სიტყვისას საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

21-05-2018