საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აბაშის პირველ სკოლაში, საჯარო ვიქტორინა "რა ვიცით ევროკავშირის შესახებ" გაიმართა

21 მაისს, აბაშის პირველ სკოლაში, საჯარო ვიქტორინა "რა ვიცით ევროკავშირის შესახებ" გაიმართა. ვიქტორინაში აბაშის მუნიციპალიტეტიდან 8 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. კონკურსში პირველი ადგილი აბაშის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მონაწილეებს პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე ხარძიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მერაბ მიგინეიშვილმა და პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა დოდო დოლიძემ. კონკურსი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და აბაშის პირველ საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

21-05-2018