საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარაში პროექტი, ესსეებისა და სლოგანების კონკურსი- „ევროპა ჩემთვის არის...“ განხორციელდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივით, „ევროპის დღეების“ ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი, ესსეებისა და სლოგანების კონკურსი- „ევროპა ჩემთვის არის...“ განხორციელდა.

 

აჭარის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა „მომავლის თაობის“ მონაწილეებს ჩაუტარდათ ერთობლივი ტრენინგ-სემინარები და მიეწოდათ საინფორმაციო მასალები, რათა კონკურსში მონაწილეობის მსურველებს სათანადოდ მომზადების საშუალება ჰქონოდათ. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმის საკრებულოს დარბაზში მოეწყო, გამოვლინდენ გამარჯვებული ნაშრომების ავტორები. ესსეების კონკურსში საუკეთესო მონაწილედ კავკასიის ბიზნეს სკოლის მოსწავლე ქეთი შენგელია, ხოლო საუკეთესო სლოგანის ავტორად, სკოლა „ევრო2000“ მოსწავლე ელენე პატარაძე დასახელდნენ.

 

გამარჯვებულებს ნატოსა და ევროკავშირს შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა სპეციალური პრიზები და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. სიგელები გადაეცათ აგრეთვე დასკვნით ღონისძიებაში მონაწილე კერძო სკოლა „ევრო2000“-ის მოსწავლეებს, როლებმაც წარმოადგენეს პრზენტაციები ევროკავშირის ქვეყნების შეახებ. ღონისძიების დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მნიშვნელობაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებზე და ასეთ აქტივობებში საზოგადოების ყველა სფეროს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროპის დღეების მხარდაჭერისთვის აჭარის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელს, მაია ქათამაძეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისგან მადლობის სიგელი გადასცა.

22-05-2018