საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეები შუახევში პროექტით "28 ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ" აღინიშნა

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ,,ევროპის დღეების“ დასკვნითი ღონისძიება შუახევში გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლის ჩაართულობით გაიმართა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ხელმძღვანელი პირები და რესურსცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

პროექტის მონაწილეებმა ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ევროკავშირში შემავალი 28 სახელმწიფო, თუ რა გზა გაიარეს სახელმწიფოებმა ევროკავშირში გასაერთიანებლად, აგრეთვე წარმოადგინეს წევრი სახელმწიფოების კულტურის, ხელოვნების და კულინარიის ნიმუშები. პროექტის მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონის მაღალმთიანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ინფორმირება ევროკავშირი -საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული აქტივობების საშუალებით, ახალგაზრდები მეტ ინფორმაციას მიიღებენ ევროკავშირის ფუნქციების, მიზნების, პრინციპების შესახებ. ,

 

,ევროპის დღეები 2018”-ის მხარდაჭერისთვის ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა მერის მოადგილეს რუსუდან შავაძეს მადლობის სიგელი გადასცა, ხოლო პროექტში გამარჯვებული ნომინანტები სერტიფიკატებითა და თემატური ლიტერატურით დააჯილდოვა.

23-05-2018