საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში 29-ე, 36–ე, 1–ე საჯარო სკოლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხეები გაიხსნა

ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში, ქუთაისში 29 - ე, 36– ე, 11– ე საჯარო სკოლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხეები გაიხსნა. 

 

კუთხეები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუოსთან თანამშრომლობით მოეწყო. კუთხეებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალები განთავსდა. სკოლებში საინფორმაციო კუთხეების მოწყობა ემსახურება მოსწავლეებში ინფორმირებულობის დონის გაზრდას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. საინფორმაციო კუთხის გახსნის შემდეგ ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ამავე სკოლის მოსწავლეებმა თავად წარმოადგინეს ევროკავშირის თემატიკაზე მომზადებული პრეზენტაციები.

22-05-2018