საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ინიციატივით და ფერმერ ქალთა ასოციაციის მხარდაჭერით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სტუდენტები, ფერმერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წამრომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის უპირატესობებს, ევროკავშირის სტანდარტების დაცვასა და მეურნეობის განვითარებას შეეხო.

21-05-2018