საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა საჯარო სკოლაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლაში ევროპული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
 
პროექტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების განმუხურის, ტყაიას, შამგონის, რუხის საჯარო სკოლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მე-2, სოფელ კახათის 1-ელ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიის 1-ელ საჯარო სკოლაში; ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლასა და დაბა მესტიის 1-ელ და მე-2 საჯარო სკოლებში.
 
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის განვითარების ეტაპების, ევროპული ღირებულებების, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის, ადამიანის უფლებების, სახალხო დამცველის აპარატის მანდატისა და საქმიანობის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრები სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით განხორციელდა.

11-06-2018