საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები ბათუმის კერძო სკოლებში „გორდა“ და „ნიკე“

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი და მოხალისეები ბათუმის კერძო სკოლების „გორდას“ და „ნიკეს“  მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდნენ. სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ ევროპის დღეების ფარგლებში განხორციელებულ პროექტში „ჩემი ხმა ევროპას“, რომლის ფარგლებშიც მათ მიერ წარმოდგენილმა ვოკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა საუკეთესო შეფასებები დაიმახურეს.

 

მოსწავლეებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლის მოსწავლეების მოხალისეობრივ ჩართვას საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილ ზაფხულის აქტივობებში. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, უვიზო რეჟიმის სარგებელზე და იმ პროგრამებზე, რომლებითაც ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას თავიანთი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება ევროკავშირის ქვეყნებში შეძლონ. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მოხალისეებმა სკოლა „გორდას“ და „ნიკეს“ მოსწავლეებს გააცნეს ის ახალგაზრდული პროექტები, რომლებიც ბათუმში განხორცილდა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში თითოეულ მათგანს აქტიურობისკენ მოუწოდეს

08-06-2018