საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კვლევის „რუსული დეზინფორმაციის მდგრადობის ინდექსი“ შედეგების შეფასება

„ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად საუკეთესო იარაღია არა პროპაგანდა, არამედ, ერთის მხრივ, ცოდნის და სიმართლის გავრცელება და მეორეს მხრივ, ანტი დასავლური მითებისა და არასწორი შეხედულებების გაქარწყლება. ყველა ქვეყანაში აღნიშნული მეთოდები არის განსხვავებული. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ ბევრი კეთდება და კიდევ უფრო მეტი იგეგმება. „- განაცხადა სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ კვლევის „რუსული დეზინფორმაციის მდგრადობის ინდექსი“ შედეგების შეფასებისას. “გამოკითხვა ფონდმა „ლიბერალური აკადემია თბილისი“ და პარტნიორმა ორგანიზაციამ საგარეო პოლიტიკის საბჭო „უკრაინული პრიზმა“ ჩაატარეს. კვლევა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 14 ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უკრაინა) ჩატარებული სამუშაოს შედეგად შემუშავდა. ანგარიშში ავტორები შეეცადნენ განესაზღვრათ მოწყვლადი ჯგუფები, პრევენციის მექანიზმები და დეზინფორმაციის მიმართ მდგრადობის ხარისხი აღნიშნულ ქვეყნებში. პრეზენტაციის შემდეგ გამართული დისკუსიის მსვლელობისას, ღონისძიების მონაწილეებმა რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდისტულ კამპანიებზე, პროცესის თანმდევ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზეც იმსჯელეს.

05-06-2018