საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე ქუთაისში

3 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ქუთაისში „ევრო სოფელი“ მოეწყო. სტუმრებისთვის, ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. სიმულაციის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღეს საჭირო დოკუმენტები და იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახეს საზღვარი და მოხვდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

03-06-2018