საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპულ ღირებულებებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.
 
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში, ჩხორიის საჯარო სკოლაში გამართული ნახატების გამოფენის "საქართველო და ევროკავშირი" მონაწილეებს და ღონისძიების ორგანიზატორებს სერტიფიკატები გადასცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლაში ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.

08-06-2018