საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრები ბათუმის #18 და #9 საჯარო სკოლებში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი და მოხალისეები ბათუმის #18 და #9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, უვიზო რეჟიმის სარგებელზე და იმ პროგრამებზე, რომლებითაც ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას თავიანთი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება ევროკავშირის ქვეყნებში მოახდინონ. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ის ახალგაზრდული პროექტები, რომლებიც ბათუმში განხორცილდა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში თითოეულ მათგანს აქტიურობისკენ მოუწოდეს

13-06-2018