საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ნატოს შექმნის ისტორიაზე, მიზნებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

13-06-2018