საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ესსეების კონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება თერჯოლაში

ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში გამოცხადებული ესსეების კონკურსის დაჯილდოება თერჯოლის მუნიციპალიტეტში შედგა. კონკურსი თერჯოლის მოსწავლე- ახალგაზრდულ სახლთან პარტნიორობით გამოცხადდა და გამარჯვებული მე-11 კლასის მოსწავლე სალომე წულუკიძე გამოვლინდა, რომელსაც მონაწილეობისთვის სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. გამარჯვებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ნინო ჯანელიძემაც დააჯილდოვა. ღონისძიებას თერჯოლის მერის პირველი მოადგილე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

01-06-2018