საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზუგდიდის პროფესიულ კოლეჯ "ცხუმ- ეგრისში" სტუდენტებთან

ზუგდიდის პროფესიულ კოლეჯ "ცხუმ- ეგრისში" სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,  პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მცდარ შეხედულებებზე,  რაც ვრცელდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

15-06-2018