საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე ლაგოდეხში აღინიშნა

ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება.  ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ევროპის დღე ამჯერად ლაგოდეხის ტყე-პარკში აღინიშნა. მოეწყო „ევრო სოფელი“, რომლის ფარგლებშიც შედგა სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა ღია ცის ქვეშ.

 

სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. სიმულაციის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ სტენდებთან სტუმრები გაეცნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღეს საჭირო დოკუმენტები, იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახეს საზღვარი და მოხვდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

18-06-2018