საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიის გახსნა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სიღნაღის სასწავლო კორპუსში

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სიღნაღის სასწავლო კორპუსში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა. გახსნას დაესწრნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებისთვის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ლექცია წაიკითხა. ლექცია კითვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საინფორმაციო ცენტრის მიერ გახსნილი მსგავსი აუდიტორიები საქართველოს 10-მდე უნივერსიტეტშიც ფუნქციონირებს.  

19-06-2018