საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბილოთეკის ამერიკულ კუთხეში

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შეხვედრა გაიმართა. „მითები ევროკავშირისა და ნატოს შესახებ“ - ამ საკითხების შესახებ დამსწრე აუდიტორიას მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების უფროსმა ნინო სუხიაშვილმა ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი შიდა ქართლში მარიამ გიგაური, რომელმაც ყურადღება ცენტრის საქმიანობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე გაამახვილა. 
 შეხვედრას დაესწრნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, ამერიკული კუთხის კოორდინატორი ქეთევან მეტრეველი, მერიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სხვა დაინტერესებული პირები.

გაიმართა დისკუსიაც. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ პოზიტიური შედეგების შესახებ, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევას ახლავს თან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალში, უკვე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართება.
  

21-06-2018